საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ოდესის "ჩერნომორეცს" სურს. როგორც უკრაინული პრესა წერს, ოქრიაშვილი "ილიჩივეციდან" წასულია - ამ გუნდში დონეცკის 'შახტარიდან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელი დავით თარგამაძე, "შახტარის" საკუთრებაა.