სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:54 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინოს” ელ შაარავის არენდით აყვანა უნდა

“მილანის” ახალგაზრდა შემტევის, სტეფან ელ შაარავის არენდით აყვანა “ტორინოს” სურს. ამ ინფორმაციას ტურინელთა სპორტული დირექტორი ადასტურებს.

“ზამთარში გაძლიერებას შევეცდებით. ელ შაარავისთან დაკავშირებით ფინანსური საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა გარკვეულ მსხვერპლზე წასასვლელად მზად ვართ. თუ “მილანი” მის არენდით გაშვებას დასთანხმდება, ჩვენ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას შევძლებთ.” – ციტირებს “ტორინოს” სპორტული დირექტორის, ჯანლუკა პეტრაჩის სიტყვებს Football Italia.

21 წლის ელ შაარავის, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში. მისი უთამაშებლობის მიზეზი ხშირი ტრავმიანობაა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114397