ჩოგბურთი

12:57 | 7.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტორჰაუტში წყვილებიღა გვაინტერესებს

ბელგიის ქალაქ ტორჰაუტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია, მაკა ჩახნაშვილისთვის და სოფო შაფათავასთვის წარუმატებლად წარიმართა.
ჩახნაშვილმა ავსტრიელ ნიკოლა ჰოფმანოვას ღირსეული წინააღმდეგობა კი გაუწია, თუმცა, 6:7 (2:7), 5:7 წააგო და ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა. ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვედრილი სოფო შაფათავა მე-6 რეიტინგის მქონე ბრიტანელ ენ კეოტავონგს სათანადოდ ვერ დაუხვდა და 2:6, 1:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში ჩახნაშვილი და სერბი იოვანოვიჩი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც ბელგიელ დისტელმანსსა და ჰოლანდიელ შუურს გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166003