ფეხბურთი

18:47 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორესს კონფედერაციათა თასზე თამაშის იმედი აქვს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელს ფერნანდო ტორესს იმედი აქვს, რომ ივნისში ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციათა თასის გათამაშებაში, ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებს.

ტორესს არ დაუმალავს, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების წინ ნერვიულობს:

“მართლაც ვნერვიულობ. მინდა დავიჯერო, რომ ამ სიაში ჩემი გვარი იქნება. ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თაობა კვლავ საუცხოო ფორმაშია და მას ჯერ კიდევ აქვს ჯილდოები მოსაპოვებელი. მაგალითად, კონფედერაციათა თასი. სეზონის მიწურული საუცხოოდ ჩავატარე და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დელ ბოსკეს სიაში მოვხვდები” – იუწყება ტორესის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

ესპანეთს კონფედერაციათა თასი არ მოუგია. ამ ტურნირზე მაქსიმალურ შედეგს 2009 წელს მიაღწია, როდესაც სამხრეთ აფრიკაში მე-3 ადგილი დაიკავა

თეგებიტორესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113594