ფეხბურთი

10:40 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორესს 2 კვირა გაუცდება

 

ბუქარესტის “სტიაუასთან” მატჩის დებიუტში, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ტრავმა მიიღო და მოედანზე ადგილი სამუელ ეტო’ოს დაუთმო. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელი თავდამსხმელი ლაზარეთში ორ კვირას გაატარებს.

“ჩვენი ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ ტორესის ტრავმა სერიოზული არაა. მას მუხლქვეშა მყესი მცირედით დაუზიანდა. დასკვნების გაკეთებამდე, სამედიცინო შემოწმების პასუხს უნდა დაველოდოთ. ტორესმა უკვე იცის, რომ “ნორვიჩთან” კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ისიც მოეხსენება, რომ ვერც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 15 დღე დასჭირდება”, - განაცხადა ლონდონელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” “სტიაუას” 4:0 სძლია.

0.120724