ფეხბურთი

13:01 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორესმა ვარჯიში განაახლა

 

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ბრიტანული მედიის ცნობით, ესპანელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და “ნიუკასლთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩისთვის ემზადება.

ესპანელმა ფორვარდმა უკანასკნელად 19 იანვარს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (1:3) ითამაშა და მუხლის ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, ტორესი მოედანზე აღარ გასულა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, 29 წლის ტორესის ანგარიშზე 8 გოლია.

0.115236