ფეხბურთი

14:41 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორესისთვის “მონაკოც” იბრძოლებს

“მონაკოს” ხელმძღვანელობა ლონდონის “ჩელსისგან” ფერნანდო ტორესის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.

30 წლის ესპანელის დაბრუნება მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურს, მაგრამ ლონდონელები მოლაპარაკების პროცესს აჭიანურებენ. “ატლეტიკო” ტორესში 13 მილიონ გირვანქას იხდის, “არისტოკრატები” კი, “ელ ნინიოს” სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამომუშავებას გეგმავენ.

ცნობისათვის, ტორესმა გასულ სეზონში “ჩელსის” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის ავტორი გახდა.

 

0.122353