ფეხბურთი

0:18 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი: “ფეხბურთი იმითია კარგი, რომ მე-2 შანსი მოგეცემა”

კონფედერაციის თასის საუკეთესო ბომბარდირი ფინალურ მატჩში ბრაზილიასთან მარცხის (0:3) შემდეგ მომხდარს განიხილავს და აცხადებს, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები რეაბილიტაციას ერთი წლის შემდეგ შეეცდებიან.

“ხალხი ამბობს, რომ ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაა? ჩვენ არანაირ მზადებას არ გავდიოდათ და არც უნდა გაგვევლო. ჩვენ ხომ ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. ჩვენ გვაქვს ის, რაც არცერთ სხვა გუნდს არ აქვს – ზედიზედ 3 დიდი ტურნირის თასი.

თუ შეიძლება ფინალიდან დადებითის გამოყოფა – დავრწმუნდით, რომ ბრაზილიელების მათ მოედანზე დამარცხება ძალიან ძნელია.

საკვანძო მომენტი გოლის პირველივე წუთებზე გაშვება იყო. ამის გამო, ჩვენი სათამაშო გეგმის შეცვლა მოგვიხდა.

ყველა ფიქრობს, რომ ესპანეთმა ყველა თამაში უნდა მოიგოს და ყველა ფინალში ითამაშოს მაგრამ ეს იოლი არაა. იმის მიღწევა, რასაც ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ძნელია, რადგან ყოველთვის მოგება შეუძლებელია.

გვსურს თუ არა რევანში? ფეხბურთი იმითია კარგი, რომ მე-2 შანსი მოგეცემა. ერთი წლის შემდეგ, კვლავ აქ ვითამაშებთ და რეაბილიტირებას შევეცდებით. საქმე ბრაზილიასთან მოგებაში არაა, არამედ საკუთარ თავში.” – ციტირებს ტორესის სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

თეგებიტორესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131945