ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ტორესი არ ნანობს, რომ თავის დროზე, “ლივერპულიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგებას დათანხმდა.
“ხალხი მიყურებს და ფიქრობს, რომ უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშო. ისინი მართლებიც არიან. ვიცი, რომ ხელმძღვანელობის ნდობის დასაბრუნებლად ბევრი შრომა მმართებს. გასულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა პროგრამა მინიმუმად უნდა დავისახო.
“ჩელსისთან” 5.5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთ ვითამაშებ. ბედნიერი ვარ, რომ “ჩელსიში” გადმოსვლა გადავწყვიტე. ამ დროის განმავლობაში, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. თანაც, დამსახურებულად”, - განუცხადა თავდამსხმელმა Sky Sports-ს.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, ტორესმა “ჩელსის” მაისურით 23 გოლი მიითვალა.