“ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი ლონდონურ კლუბში დარჩენას აპირებს. ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, ბოლო დროს ბრიტანული და ესპანური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ესპანეთის ნაკრების ფორვარდს მილანის “ინტერი” ეპატიჟებოდა და საქმე სავარაუდოდ ტრანსფერით დასრულდებოდა.
ფერნანდო ტორესს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში უმთავრდება.