ფეხბურთი

18:33 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტონი “ვერონაში” ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუკა ტონი კარიერას “ვერონაში” გააგრძელებს.

36 წლის იტალიელ თავდამსხმელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ტონიმ უკვე შეათანხმა “ვერონასთან” კონტრაქტის პირობები და წელიწადში 400000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ფორვარდმა 31 მაისს თბილისში კახა კალაძის გაცილების მატჩში ითამაშა.


თეგებიტონი
0.118367