ცნობილმა ფრანგმა კალათბურთელმა, „სან ანტონიო სპურსისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრმა ტონი პარკერმა „სპურსთან“ ახალი 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 3 წლის განმავლობაში 45 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ „სან ანტონიო სპურსის“ ვებგვერდი იტყობინება.
„მიყვარს ეს კლუბი, მომწონს ქალაქი სან ანტონიო და აქაური გულშემატკივრები. აღნიშნულიდან გამომდინარე ძალიან მიხარია, რომ „სპურსთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და კარიერასაც აქ დავასრულებ...“ - განაცხადა ტონი პარკერმა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს 2001 წლის დრაფტზე პარკერი „სპურსმა“ 28-ე ნომრად აიყვანა, რომელსაც ამის შემდეგ კლუბი აღარ გამოუცვლია. 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში პარკერი „სპურსთან“ ერთად მეოთხედ გახდა ნბა-ს ჩემპიონი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოხ ადმი ნნ ; ))))))
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
1 ელი კომენტარის ავტორი რა სუბიექტურია ; ))) მერე კალათბურთის ცოდნაზე აქ პრეტენზიები ; )))) ნოვიცკიმ მეც ამერიკელი ვარ, რა დაგიშავეო ; )))))))))))
რა გინდა ბიჭო შენ? ყველა კომენტარზე ოპონირებას მიწევ, ირონიით წერ და შეურაყოფას რო მოგაყენებ მერე ატყდები ხოლმე, რა დავწერე შეცდომით? შენ უფრო გაქვცს მგონი პრეტენზიები კალათბურთის ცოდნაზე, ნოვიცკის რო პარკერზე წინ დააყენებ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
არაამერიკელი
1-1 საუკეთესო გამთამაშებელი მსოფლიოში დღეისათვის.
რა ცოტას იღებს ტონი არადა რა მნიშვნელოვანი კალათბურთელია გუნდში
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელი, ლეგენდა ხარ ტონი