"სან ანტონიოს" ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა მარცხენა ფეხის ტერფის ტრავმა მიიღო და 1 თვის განმავლობაში დააკლდება საკუთარ გუნდს - იტყობინება Yahoo.Sports-ი.
პარკერმა ტრავმა "საკრამენტოსთან" მოგებული მატჩის (130:102) მესამე მეოთხედში მიიღო. "სპურსის" ლიდერმა პარკეტზე 25 წუთის გატარება მოასწრო და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.







