ფლორენციის “ფიორენტინას” ვეტერანი ფორვარდი ლუკა ტონი კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს. Football Italia-ს ცნობით, 36 წლის თავდამსხმელი შემოთავაზებებს განიხილავს და არჩევანს სულ მალე გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ფლორენციელთა პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ ტონის კარიერის დასრულება და კლუბის სტრუქტურაში სამსახური შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. რამდენადაც ცნობილია, იტალიელს “ბოლონია” და “სასუოლო” ეპატიჟებიან.
ცნობისათვის, გასული სეზონის 27 მატჩში, ტონიმ 8 გოლი მიითვალა.