პირველად ევროლიგის ისტორიაში, ერთმა კალათბურთელმა თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება ორჯერ მოახერხა. მეტიც, მან ეს ზედიზედ შესძლო. აღნიშნულ წარმატებას ესპანური “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა ანტე ტომიჩმა მიაღწია.
ცნობისთვის, კატალონიელებს ტოპ-16-ში 12-ვე მატჩი მოგებული აქვთ, ტომიჩი კი მარტში საშუალოდ 17 ქულას აგროვებდა, მაშინ, როდესაც მოედანზე საშუალოდ 22 წუთს ატარებდა. თუკი ანტეს სარგებლიანობის კოეფიციენტს 40 წუთზე გადავიყვანთ, 38.5 ბალს მივიღებთ.
გასულ მატჩებში ტომიჩი უაღრესად სარგებლიანი იყო: 19 ქულა – “ფენერბაჰჩესთან”, 14 ქულა+11 მოხსნა – “უნიკახასთან” 17 წუთში, 11 ქულა+9 მოხსნა – “პანათინაიკოსთან”. საშუალოდ, ეფექტიანობის მიხედვით, ხორვატი ცენტრი თვის განმავლობაში მე-3 იყო, ქულებში – მე-9, ხოლო მოხსნებში – მე-4.