კალათბურთი

0:13 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტომიჩი თებერვლის საუკეთესოა

ესპანური “ბარსელონას” ცენტრი ანტე ტომიჩი ევროლიგაში თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ხორვატმა კალათბურთელმა, რომელსაც თებერვალში 27 წელი შეუსრულდა, გასულ თვეში ჩინებული შედეგები აჩვენა. მისი საშუალო მონაგარი 22 ქულა გახლდათ, ამასთან, იგი თამაშიდან 74%-იანი სიზუსტით ესროდა.

ისიც ვთქვათ, რომ ერთ-ერთ თამაშში ტომიჩმა ლეგენდარული არვიდას საბონისის 10 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა და 25 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. 

 

 

0.113128