მარჯვენა მხრის ტრავმის გამო, მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა, ტომი ჰაასმა (გერმანია) მიმდინარე სეზონი დაასრულა, რადგან ტრავმირებული მხრის აღდგენითი პროცესი წლევანდელი სეზონის დარჩენილ ნაწილს დაიკავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰაასი საჩოგბურთო კორტს ახალი, 2015 წლიდან დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ტომი ჰაასი მე-6 ჩოგბურთელი გახდა, რომელიც 36 წლის ასაკში ATP-ის რეიტინგის პირველ ოცეულში შევიდა.