ჩოგბურთი

20:29 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტომი ჰაასმა ანდრეა სეპის მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო

მიუნხენის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, გერმანელმა ტომი ჰაასმა ამჯერად ესპანეთის დედაქალაქში მიმდინარე მასტერსზე გადაინაცვლა, სადაც მან ძალზე იოლად დასძლია იტალიელი ანდრეა სეპის ბარიერი - 6:1, 6:2 და მეორე რაუნდის საგზურიც მოიპოვა.

შეხვედრა სულ 51 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ტომიმ ოთხჯერ შეძლო სეპის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი არცერთხელ დაუთმია. გერმანელის ანგარიშზე, 4 ეისის წილ, 2 ორმაგი შეცდომაც გახლდათ, იტალიელის აქტივში კი მატჩის ბოლოს 3 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა აღმოჩნდა.

ტურნირზე შემდეგ დაპირისპირებას, 35 წლის ჰაასი ესპანელ ტომი რობრედოსთან ჩაატარებს, რომელმაც ასპარეზობას კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი გამოთიშა - 6:4, 6:2.


0.117442