ვეტერანი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი განაგრძობს ტრიუმფალურ სვლას მაიამიში მიმდინარე მასტერსზე. ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მან ძალზედ იოლად მოახერხა ფრანგი ჟილს სიმონის ორ სეტში დამარცხება 6:3, 6:1 და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იგი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგან ესპანელ დავიდ ფერერს დაუპირისპირდება.
"პირველი სეტის მერვე გეიმში შესრულებულმა ბრეიკმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში, რამდენიმე ბრწყინვალე კომბინაცია ჩავატარე, რითაც ვამაყობ კიდეც. სწორედ ამიტომაც შემდეგ ძალიან დამაჯერებლად ჩავაწოდე სეტზე. მეორე პარტიაში უკვე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, სტარტზევე შევძელი საკუთარი შანსების გამოყენება და ინიციატივას დავეუფლე. ჩემი ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, რადგან სრულად ვიყენებდი კორტს და ჭკვიანურად ვმოქმედებდი.
შემდეგი მატჩი დავიდ ფერერთან მექნება. იგი წლეულს საკმაოდ კარგად ასპარეზობს. მასთან დაპირისპირება ჩემთვის სერიოზული გამოცდა იქნება. დავიდს ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ ვეთამაშე, ასე რომ ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მატჩი."
შეგახსენებთ, რომ ჰაასმა მასტერსის ნახევარფინალში თამაში ბოლოს 2006 წელს მოახერხა (პარიზი).
1000 სარეიტინგო ქულიანი ტურნიის მოგება ტომმა კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეძლო - 2001 წელს შტუტგარტში.
მაიამიში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შედეგად მომავალ ორშაბათს 34 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ტოპ 15-ში შევა (პირველად 2008 წლის იანვრის შემდეგ).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამსტატისტიკოსებს მეტი საქმე არ აქვთ გამიგია გოლები დათვალო ან ნათამაშები მატჩები მაგრამ მოგებები?

და ფრეები ვის აქ ყველაზე მეტი ნათააშები?
მაესტრო! ანუ ჩავი უკვე ერთპიროვნული ლიდერი გახდება ლიგაზე მე-80-ე გამარჯვებით?
)
ხავიიიი :*
მალე გააუმჯობესებს..როდის აქ მილანთან თამაში?
ჩვენი მაესტრო,მიდი მიაწექი ჩავი
გეგუჩAძე დანიშეთ ეროვნული ნაკრების ტრენერად და ზალიან ბევრს მოიგებთ გთხოვთ საქართველოს სახელით არ გვინდა არც ცხადაძე და არავი გია გეგუჩაძის გარდა დიდი ტრეერიაა!!!!!!!!!!!!!! ფედერაცია თვალები გაახილეე..გეგუჩაძეეეეეეეეეე
მგონი სტატია შეგეშალა

რო არა მოურინიო გაგიჩირდებოდა მაგ რეკორდის მოხსნა ყოველ შემტხვევაშI ამ ეტაპზე მაინც ვერ შეძლებდი..შეუდარებელი ხარ მაესტროო
მაურინიო რა შუაშია
მიდი ჩავი განაგრძე ჯიგარო გეკუთვნის
)
მაესტრო
კიდე გააგრძელებს...ესეთ ფეხბურთელებს უნდა ეკუთვნოდეთ ესეტი რეკორდები....