გერმანელ ჩოგბურთელს, ტომი ჰაასს, ამასწინათ საავადმყოფოში მოუწია დაწოლა. ექიმებათან საქმე ვის არ ჰქონია და წესით ეს ამბავი დიდი განსჯის საგანი არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტომის ავად გახდომის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები, სექსუალური გადაღლილობა ყოფილა.
ჩოგბურთელის ცოლმა, ცნობილმა მსახიობმა სარა ფოსტერმა აღიარა, რომ ქმართან სექსი გაცხოველებულ ტემპებში აქვს და როდესაც თავისუფალ დროს ნახულობს, ბევრს არ ფიქრობს და მსწრაფლივ სექსუალურ იერიშზე გადადის. აქედან გამომდინარე, რთული ასახსნელი არც ტომი ჰაასის ავად გახდომის მიზეზები უნდა იყოს.
სერიალების მოყვარულებმა ალბათ კარგად იციან სარა ფოსტერის სახელი. სარა არაერთი ცნობილი ევროპული მრავალსერიანი ფილმების მსახიობია და მონაწილეობა ჰიტად ქცეულ ფილმებშიც აქვს მიღებული. ჰაასის ცოლობა კი როგორც ჩანს მისი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული როლია.