ფეხბურთი

12:40 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დალ ტომასონი “ექსელსიორის” მთავარი მწვრთნელია

 

ჰოლანდიის ქვედა დივიზიონის კლუბ “ექსელსიორს” დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი იონ დალ ტომასონი უთავკაცებს. Sporten.dk-ს ცნობით, დანიელმა როტერდამელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ძალიან ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო ლიცენზიას 20 აგვისტოს მივიღებ, გუნდის მზადება შემიძლია ახლავე დავიწყო. ეს ჩემთვის ბრწყინვალე შანსია”, - განაცხადა 36 წლის დალ ტომასონმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, დალ ტომასონი “ექსელსიორის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. 

0.125272