“სამტრედიას” მცველი გულვერდ თომაშვილი მომავალ წლამდე ვერ ივარჯიშებს და ითამაშებს.
ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურში შინ ცხინვალის “სპარტაკთან” მოგებულ (3:1) მატჩში დაშავდა. მან მე-11 წუთზე მარჯვენა მუხლი დაიზიანა და შეცვალეს. თომაშვილი საოპერაციო და “სამტრედიას” დაახლოებით 7 თვე ვერ დაეხმარება.
25 წლის მცველი “სამტრედიაში” ზაფხულში გორის “დილადან” გადავიდა.