მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ახალი სტატუსით გუნდის თამაშს პირველად დაესწრო. მილანელები შვეიცარულ “კიასოსთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში 0:1 დამარცხდნენ. ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ესტებან კამბიასოსა და ჟუან ჟეზუსის თამაში გამოარჩია.
“მარცხის მიუხედავად, თამაში მომეწონა. სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ესტებან კამბიასოსა და ჟუან ჟეზუსის თამაში იყო.” – განაცხადა თამაშის შემდეგ ტოჰირმა.