იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის “ინტერის” მესაკუთრე ერიკ ტოჰირი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს უახლოეს მომავალში შეხვდება და ალვარო მორატას ტრანსფერის საკითხს განიხილავს.
21 წლის მორატა, დიდი კონკურენციის გამო, “რეალის” ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი შემტევის შეძენის სურვილს ლონდონის “არსენალი” და მილანის “ინტერი” გამოთქვამენ. იტალიური პრესის ცნობით, მილანელთა პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ფლორენტინო პერესს 24 აპრილს შეხვდება და ახალგაზრდა თავდამსხმელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, მორატამ 18-ჯერ ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. 21 წლის ფეხბურთელის აქტივში 6 გოლია.