ნაგოიას ბაშოს მე-2 დღეს პირველი ქართული გამარჯვება ვიხილეთ. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც ივლისის სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დასავლეთისვე მე-10 მაეგაშირა ჩიონოკუნი მიწას მოსწყვიტა და ცურიდაშით დაამარცხა.
ახლა, ტოჩინოშინის თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 წაგება) გააჩნია, შემდეგი ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა დაიდოსთან
ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე წევრი ბინადარი თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუ ნაგოიას ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება და ცხადია, გაჯიბრებაც გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან უწევს. ამჯერად, ქართველი გოლიათი ოძეკი კაკურიუს გადაეყარა და უვატენაგეთი დანარცხდა.
გაგამარუ სიტუაციის გამოსწორებას მე-3 ტურში ეცდება, თუმცა, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგანაც ისევ ოძეკისთან ჭიდილი
ივლისის სუპერტურნირის 2 დღის თავზე დამაჯერებლად ლიდერობენ იოკოძუნებუ ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და ოძეკები – კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და კისენოსატო. სანიაკუს (სიმბოლური კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის ტიტულებს აერთიანებს) წევრთაგან ყველაზე ცუდად სეკივაკე გოეიდო გამოიყურება, რომელმაც ორივე სასტარტო ბრძოლა დათმო.
ნაგოიას ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=cKZtALX_mPk&feature=player_embedded