სხვა

14:21 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოც გამარჯვებით გახსნა

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში გასული სუპერტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა და ნაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა.

ტოჩინოშინიმ, რომელიც რამდენჯერმე კომუსუბის ტიტულსაც კი ატარებდა, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შეჯიბრზე პირველი ბრძოლა დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰიგოარაშის იორიკირით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ელიტარული დივიზიონებისგან განსხვავებით, ქვედა დივიზიონებში სუმოისტები დოჰიოზე დღეგამოშვებით გადიან, ამდენად, გორგაძე მე-2 შეხვედრას ოთხშაბათს ჩაატარებს.

ნაცუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელისთვის. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით ირჯება, აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა კიოკუშუჰოსთან იორიკირით წააგო.

გაგამარის პასივში უკვე 2 მარცხია, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება, რომელსაც ასევე 2 მარცხი გააჩნია.

ლიდერთა შორის 2-2 მოგებით იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუს და ოძეკები – კისენოსატო და კოტოშოგიკუც არიან, იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ კი პირველი გამარჯვება პირველ მაეგაშირა აოიამასთან გაიფორმა.

ნაცუ ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=imU0KWxpJ-I

0.111735