5 დღის თავზე ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირს ისევ 4 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. შეჯიბრის სათავეში იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები – კოტოოშუ და კოტოშოგიკუ და აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა კაისეი იმყოფებიან.
მონღოლმა ჰაკუჰომ მორიგი გამარჯვება გაგამარუს შიკონათი ცნობილ ქართველ თეიმურაზ ჯუღელთან იზეიმა, რომელიც ნაგოიაში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება. გაგამარუ ფავორიტს მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში დაუდგა, შემდეგ კი ჰაკუჰომ იგი დოჰიოზე სუკუინაგეთი დასცა.
ჯუღელს ხუთივე ორთაბრძოლა წაგებული აქვს და უკვე ცხადია, რომ ბაშოს დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დასრულება ძალიან გაუჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე ოძეკი კისენოსატოა, რომელსაც უკვე 2 მარცხი გააჩნია და ცხადია, ქართველთან ჭიდილში მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნება.
დადებით ბალანსს (3 მოგება, 2 მარცხი) დაუბრუნდა ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკოშორიუ იორიკირით დაამარცხა. დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სუმოისტმა იაპონელი ჰაერში მოხდენილად აიტაცა, თუმცა, ეს, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგანაც მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო.
ტოჩინოშინმა დოჰიო კოჭლობით დატოვა და ჯერაც უცნობია, ივლისის ტურნირის გაგრძელებას მოახერხებს თუ ვერა. თუკი ყველაფერი კარგად იქნა, გორგაძეს შემდეგი შეხვედრა დასავლეთის მე-16 მაეგაშირა შოტენროსთან
ნაგოიას ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=yw1CA6qA7qg&feature=player_embedded