დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. იგი რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მხოლოდ მე-5 სეკიტორი გახდა, რომელმაც ბაშო ძიონ-შოთი დაასრულა ანუ ერთი ტურნირის განმავლობაში 15-ვე ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ გორგაძეს ელიტაში მოსახვედრად ბრძოლა თავიდან მოუხდა და უკვე ზედიზედ მე-4 ტურნირზე იმარჯვა, ძურიოში გზის დაუმარცხებლად გავლა კი პირველად შესძლო.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართულ შემოდგომის სუპერტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინმა ძურიოს დასავლეთის მე-10 ნომერ სეიროს იორიკირით მოუგო, მე-14 ტურში კი ქართველ სუმოისტს მაკუუჩიში ასპარეზობის უფლება ერგო და იქ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ოკუნოუმის აჯობა.
ცნობისთვის, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით ირჯებოდა, გასული წარმატება კი იმის საწინდარია, რომ მომავალი ბაშოსთვის ელიტაში გადაიყვანენ. სამწუხაროდ, პირიქით, დაქვეითება
აკი ბაშოს ჩემპიონი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც ერთადერთოი მარცხი ოძეკი გოეიდოსთან განიცადა, დანარჩენ 14 ორთაბრძოლაში კი იმარჯვა. სენსაციური შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იჩინოჯოს ასპარეზობას, რომელსაც მაკუუჩიში დებიუტი ჰქონდა და მყის 13 მოგება მიითვალა.