სხვა

1:26 | 24.05.2014 | ნანახია 1935 - ჯერ

ტოჩინოშინმა ძურიოს საგზური მოიპოვა

26 წლის ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მაისის სუპერტურნირზე შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო, სულ კი, ტრავმის მოშუშების შემდეგ, ზურგს მიჯრით 14 გამარჯვება უმაგრებს.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ბაშოს მე-7 დღეს დასავლეთის მე-6 ნომრით მოასპარეზე გორგაძემ მანამდე ასევე დაუმარცხებელი აკუა ოშიტაოშით დაჯაბნა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მაკუშიტაში შეჯიბრი დღეს დასრულდება, თუმცა, ქართველის დაწევის შანსი აღარავის აქვს.

ამგვარად, ტოჩინოშინი, რომელიც რამდენჯერმე კომუსუბის ტიტულსაც კი ატარებდა, მომავალი ბაშოდან რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში იასპარეზებს.

შესაძლოა, ძურიოშივე აღმოჩნდეს გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელიც. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ქართველი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დარჩენილ ორივე ბრძოლას ვერ მოიგებს.

აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ 6 მოგების წილ მე-7 მარცხი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტერუნოფუჯისთან განიცადა.

გორგაძეს შემდეგი ბრძოლა დასავლეთის მე-10 მაეგაშიტა ტოჩინოვაკასთან ელის, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:2-ს ამარცხებს.

მაკუუჩის დივიზიონს 12 მოგებით ერთპიროვნულად იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობს, რომელსაც თითო გამარჯვებით იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატო და მე-5 მაეგაშირა იკოია ჩამორჩებიან.

ცნობისთვის, ჰაკუჰომ ოძეკი კოტოშოგიკუს მე-8 მარცხი აგემა და ეს უკანასკნელი კადობანში ჩააყენა. თუკი ეს უკანასკნელი ნაგოიაში დაგეგმილ მომავალ ბაშოზე დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.

 ნაცუ ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=jXhOnFg1yLk

ტოჩინოშინი - აკუა 

http://www.youtube.com/watch?v=jKvPzfvukkY


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:36 | 18.03.2020
Sport With pleasure (4571)

&

19:30 | 21.03.2020
At a glorious sports pace» (114)

,

10:10 | 27.05.2014
BEERTRANCE (97819)

გაგამ 7-8ზე დაასრულა და შეიძლება M17-ზე გადავიდეს და არ გავარდეს ჯურიოში, ვნახოთ რას გადაწყვეტენ.

00:28 | 26.05.2014
ალექსანდრე (6188)

დღეს მოიგო გაგამ და 7-8 ზე დაასრულა მაისის ბაშო.

07:29 | 25.05.2014
qortu (217)

ისე გაგამ დღეს თუ მოიგო არ გავარდება მე მგონი და სულ ბოლო საფეხურზე დატოვებენ ასე 17 მაეგაშირაზე

22:23 | 24.05.2014
ალექსანდრე (6188)

სამწუხაროდ დღესაც წააგო გაგამარუმ.

14:22 | 24.05.2014
მინ დია (16)

მართლა მაგალითია ქართულ სპორტულ სივრცეში, თუ როგორ უნდა იბრძოლო ყველაფრის მიუხედავად.

12:06 | 24.05.2014
kloss (37)

შეხვდებიან ძურიოში...

11:22 | 24.05.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია გაგა 2ვე ბრძოლას მოიგებს.

05:10 | 24.05.2014
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

ნერა ძური ვიცი მეკარე ძურილაც ვიცი და ეს ძურიო რაღა დოზანაა ?DD

11:22 | 24.05.2014
BEERTRANCE (97819)

იტალიაში სერია B ხო იცი რაც არის, ჰოდა ძურიო სუმოში სერია B-ს ანალოგია.

0.132739