სხვა

14:51 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ტრავმიანობის გამო, ელიტიდან რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტამდე დაქვეითდა, მიჯრით მე-2 ტურნირის მოგებისკენ მიიღწვის.

ტოჩონოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 ნომრის სტატუსით შეხვდა, ზედიზედ მე-4 გამარჯვება კი კიზენრიუსთან გაიფორმა. ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთში მე-4 რეიტინგის მქონე მეტოქე იორიკირით დაჯაბნა და მას პირველი მარცხი აგემა.

მაკუშიტას დივიზიონში სუმოისტები ბრძოლებს დღეგამოშვებით ატარებენ, ამდენად, გორგაძეს შემდეგი შერკინება 19 მაისს მოუწევს. ისიც ვთქვათ, რომ ტოჩინოშინს სულ 7 შეხვედრა ელის, ამდენად, დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში განაღდებული აქვს.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა სეკიტორმა, რომელიც მაისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, 3 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადა.

199-კილოგრამიანი გაგამარუ აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა სადანოუმის (131 კგ.) დაუპირისპირდა და მეტოქეს მავაშის ხელში მოგდების საშუალება მისცა, რაც იაპონელის იორიკირით დასრულდა.

18 მაისს ჯუღელი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიომარუს გაეჯიბრება, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

ნაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-7 მოგება მე-3 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან იზეიმა. “თეთრ ფენიქსს” 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან ოძეკი კისენოსატო, მე-5 მაეგაშირა იკიოი და მე-13 მაეგაშირა კიტატაიკი.

 ნაცუ ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=5oHSynVF_mI

0.120192