სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

16:19 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა დადებით ბალანს უწია

ივლისის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მე-2 გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გავიდა.

შეჯიბრის მე-3 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა დაიდოს დაუპირისპირდა და ტოკიოელს კარიერაში მეხუთედ აჯობა. ქართველმა სეკიტორმა მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუს დროს ჰიდარი-უვატეს მიმართა და იორიკირი დააფიქსირა.

გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელსაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.

ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც მიჯრით მე-3 მარცხი ოძეკი კოტოშოგიკუსთან განიცადა. ფუკუოკელმა სუმოისტმა ქართველი გოლიათი დოჰიოს კიდესთან იოლად მიიყვანა და იორიტაოშით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ნაგოიას ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, შემდეგი ბრძოლა კი იოკოძუნა ჰარუმაფუჯის წინააღმდეგ ელის, რომელთანაც გასული 5 შეხვედრიდან 1 აქვს მოგებული.

ცნობისთვის, ტურნირის მე-3 დღეს ჰარუმაფუჯის მოულოდნელი მარცხი შეემთხვა. მონღოლთან მე-2 ოქროს ვარსკვლავის (კიმბოში) აღება მოახერხა 23 წლის იაპონელმა ტაკაიასუმ, რომელსაც დასავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდება გააჩნია. ამ უკანასკნელმა სასტარტო შეჯახებისთანავე “მზიური ცხენის” მავაში ორივე ხელით დაიჭირა და ფავორიტი დოჰიოზე უვატეჰინერით დასცა.

ჰარუმაფუჯის გარდა, წაიფორხილა კიდევ ერთმა ფავორიტმა – ოძეკი კისენოსატომ. იაპონელ სუმოისტს თანამემამულე ტოჩიოძანმა (დასავლეთის მე-2 მაეგაშირა) ცუკიოტოშით აჯობა. შესაბამისად, ფავორითაგან დანაკარგის გარეშე მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკები კოტოოშუ და კოტოშოგიკუღა ლიდერობენ.

ნაგოიას ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=Ko4dZFUU1RM&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120619