სხვა

17:20 | 13.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის წინ მხოლოდ ორია

 

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ, ტოკიოს ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და ექვსი ტურის თავზე, მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰოსა და უმაღლესი მაკუუჩი დივზიონის ბრაზილიელ დებიუტანტ კაისეის (მე-16 მაეგაშირა) ჩამორჩება, რომელთაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნიათ.

დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ, მორიგ წარმატებას მე-8 მაეგაშირა შოტენროსთან მიაღწია. 23 წლის ქართველმა, მონღოლს მარჯვენა ხელიდან შეუტია და დოჰიოზე უვატენაგეთი დაანარცხა.
გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე, მე-9 მაეგაშირა ასასეკირიუ გახლავთ, რომელსაც ჰაცუ ბაშოზე 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული. გასული წლის მარტიდან მოყოლებული, ქართველს 29 წლის მონღოლთან სამივე ბრძოლა წაგებული აქვს – ორჯერ იორიკირითა და ერთხელ უვატედაშინაგეთი.
მდგომარეობა გამოასწორა მაკუუჩიში რიცხულმა კიდევ ერთმა ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც გაგამარუს შიკონათი გახლავთ ცნობილი. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, 200-კილოგრამიანმა ქართველმა მიჯრით მე-2 გამარჯვება იზეიმა.
გაგამარუმ ძურიოს პირველ ნომრად მიჩნეული ტაკაიასუ იორიკირით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი (3 გამარჯვება, 3 მარცხი) გაუხდა. ჯუღელის მორიგი მეტოქე იაპონელი მე-11 მაეგაშირა ტოჩინოვაკაა.
როგორც იქნა, ხუთი მარცხის შემდეგ, ტოკიოს ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. 30 წლის კოკაიმ, რომელიც დივიზიონის მე-6 ნომერია, მე-2 რეიტინგის მქონე ბუშუიამას შიტატენაგეთი აჯობა. “შავი ზღვა” შემდეგ შერკინებაში შირონორიუს (მე-11) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173132