ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს ბაშოზე მიჯრით 8 მარცხი განიცადა და უარყოფითი ბალანსი მაკე-კოში მალევე გაიფორმა, ეს კი, მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირის ნაკაბიზე (შუალედური დღე) დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინიშინი ოძეკი კოტოშოგიკუსთან იორიკირით დამარცხდა. უკვე ნათელია, რომ ქართველ სეკიტორს წოდებაში სერიოზული დაქვეითება
ტოჩინოშინი მომდევნო ბრძოლას აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან ჩაატარებს, რომელსაც ასევე რვავე შერკინება წაგებული აქვს. მასთან ლევანს ორივე გასულ შეხვედრაში უმარჯვია.
5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც მაისის ბაშოს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა. ქართველ გოლიათს (206 კგ.) დასავლეთის მე-12 მაეგაშირა კიოკუშუჰომ შიტატენაგეთი აჯობა.
გაგამარუს დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) სამი ბრძოლის მოგება სჭირდება. ქართველ სუმოისტს მომდევნო დაპირისპირება აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაისეისთან
8 დღის თავზე ტოკიოს ტურნირს 3 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. ესენი იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები კისენოსატო და კაკურიუ არიან. აქვე ვთქვათ, რომ ბაშოდან მოიხსნა ესტონელი სეკივაკე ბარუტო, რომელმაც ოძეკი კისენოსატოსთან შერკინებაში მენისკის დაზიანება მიიღო და დღეს პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან დაპირისპირება ვეღარ მოახერხა.
http://www.youtube.com/watch?v=FQ0Gi06CwCo&feature=player_embedded