სხვა

16:38 | 18.07.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ტოჩინოშინის პირველი მარცხი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.

ძურიოს აღმოსავლეთის მე-12 ნომერი ამჯერად მე-9 ნომერ სატოიამას გაეჯიბრა და შიტატეგანეთი წააგო. შედეგად, ტოჩინოშინმა ლიდერობა დათმო. ახლა, დაუმარცხებელი მხოლოდ დასავლეთის მე-3 ნომერი იჩინოჯოა, რომელსაც 6 გამარჯვება უმაგრებს ზურგს.

ქართველი სეკიტორის მორიგი მოწინააღმდეგე მე-10 რეიტინგის მქონე დაიდო იქნება, რომლის მაჩვენებელიც 4 გამარჯვება და 2 მარცხია.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში თანაბარ ბალანსზე (3 მოგება, 3 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ნაგოიაში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, აღმოსავლეთისვე მე-16 მაეგაშირა ვაკანოსატოს იორიკირით სძლია.

ბაშოს მე-7 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა კიოკუტენჰო დადგება.

6-6 გამარჯვებით ივლისის სუპერტურნირის ლიდერებად იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოშოგიკუ და მე-11 მაეგაშირა ტაკაიასუ რჩებიან, იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ კი უკვე მე-2 მარცხი განიცადა, ამჯერად, მე-3 მაეგაშირა ოსუნაარასისთან.

ისიც ვთქვათ, რომ მე-5 გამარჯვება უბრძოლველად ერგო იოკოძუნა კაკურიუს. მას მე-2 მაეგაშირა ჰომაშოსთან ბრძოლა ელოდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ჰარუმაფუჯისთან პაექრობისას დაშავდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

ნაგოიას ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=PyeMRcMKKyQ

0.071131