ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინმა ერთადერთი მარცხის ფონზე მე-9 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ გორგაძე ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება, მისი ბოლო “მსხვერპლი” კი დასავლეთის მე-8 ნომერი ტოსაიუტაკა შეიქმნა. ლევანმა მეტოქე იორიკირით დაამარცხა, შემდეგი პაექრობა კი ძურიოს მე-4 ნომერ ჰომარეფუჯის წინააღმდეგ
ცნობისთვის, ტოჩინოშინის დარი მონაგარი მხოლოდ ძურიოს დასავლეთის მე-3 ნომერ იჩინოჯოს გააჩნია.
ისევ თანაბარ ბალანსზე (5 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ივლისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, მე-5 გამარჯვება დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კიტატაიკისთან იზეიმა. ქართველმა ტოკიოელი სუმოისტი იორიკირით დაჯაბნა.
ბაშოს მე-11 დღეს გაგამარუ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოკიტენკუს დაუპირისპირდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:8 მარცხდება.
ნაგოიას ტურნირს 10 გამარჯვებით იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობს, რომელსაც 9-9 მოგებით ოძეკი კოტოშოგიკუ და დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტაკაიასუსთან მისდევენ.
ნაგოიას ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=j88uKi57Nqc