სხვა

17:40 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის გარეშე დაიწყო

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო საშემოდგომო ტურნირმა სუმოში, რომელშიც ტრადიციულად ორი ქართველი სეკიტორი უნდა ჩაბმულიყო. გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი მორიგ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ხოლო ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს ძალები უკვე რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში უნდა გამოეცადა.

საწყის ტურში ანუ შიო-ნიტის გაგამარუ დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტიუკის გადაეყარა და ოშიდაშით დამარცხდა. იაპონელმა სუმოისტმა ქართველი მოწინააღმდეგე ტავარას მიღმა პატარ-პატარა ბიძგებით გაიყვანა. მე-2 ტურში გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძე დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც თეიმურაზი 3:5 მარცხდება.

სამწუხაროდ, საქმეში ვერ ვიხილეთ ტოჩინოშინი, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და თავი ძურიოს დივიზიონში ამოჰყო. როგორც სჩანს, გორგაძე ბრძოლისთვის მზად კვლავაც არ გახლავთ და პირველ ტურში დოჰიოზე არ გასულა. ტოჩინოშინი ძურიოში დასავლეთის პირველი ნომერია, თუმცა, მისი შიკონა არც ხვალინდელი ბრძოლების განრიგში სჩანს.

დასასრულ ვთქვათ, რომ ტოკიოს ბაშომ სტარტი სენსაციების გარეშე აიღო. გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ და ოძეკებმა – კისენოსატომ, კაკურიუმ, კოტოშოგიკუმ და კოტოოშუმ.

სექტემბრის ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=GD0UudPRyOQ&feature=player_embedded#t=0

0.114904