სხვა

15:49 | 4.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინიმ ფინალი დააგემოვნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ იაპონიაში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩინებულად იასპარეზა და ფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც მომავალ ჩემპიონ ესტონელ ოძეკ ბარუტოსთან დამარცხდა.
რიკიშთა შორის იაპონიის ჩემპიონატი 69-ედ შედგა და მასში მონაწილეობა ყველა უძლიერესმა ფალავანმა მიიღო. ერთდღიანი ტურნირის ნახევარფინალში ტოჩინოშინიმ ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ დაამარცხა, ბარუტომ კი რუს არანს სძლია.
ფინალში 22 წლის ქართველის დაჯაბვნის ხარჯზე, კაიდო ჰოოველსონმა 500 ათასი იენი გამოიმუშავა. ცნობისთვის, დაუმარცხებელმა მონღოლმა ჰაკუჰომ პირველივე რაუნდში ამინიშიკისთან წაიფორხილა.
შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნითი სუპერტურნირი 14-28 ნოემბერს ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში შედგება, განახლებული რეიტინგი ანუ ბანძუკე კი 1 ნოემბერს გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098041