სხვა

22:06 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინიმ და გაგამარუმ მარცხით დაიწყეს

ზაფხულის ბაშოს პირველი ტური ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ტოჩინოშინად წოდებულმა ლევან გორგაძემ, რომელიც სეზონის მესამე სუპერტურნირს დასავლეთის მეორე მაეგაშირას რანგში ატარებს, ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან წააგო.

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონის უმძიმესი – 206-კილოგრამიანი წევრი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც გაგამარუს სახელითაა ცნობილი, თავისზე ლამის 50 კილოგრამით მსუბუქ მონღოლ შოტენროსთან დამარცხდა.

ხვალ ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქეს, ესტონელ ბარუტოს დაეჭიდება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული თორმეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. გაგამარუს მეტოქე კი ვაკანოსატო იქნება. ამ უკანასკნელს ქართველი გოლიათი აქამდე ექვსჯერ დაეჭიდა და ხუთჯერ გამარჯვებული დარჩა.

  

0.119052