სხვა

16:29 | 11.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ოძეკებით იწყებს

ცნობილი გახდა ნოემბრის ბაშოს საწყისი დღეების კალენდარი. შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნითი სუპერტურნირი სუმოში 13-27 ნოემბერს ფუკუოკას კოკუსაი სენთერში შედგება და მასში ტრადიციულად სამი ქართველი სეკიტორი – ტოჩინოშინი, გაგამარუ და კოკაი ჩაებმება.
24 წლის ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე, რომელიც 158 კილოგრამს იწონის, კვირას, საწყის შერკინებას “ახლადგამომხვარ” ოძეკი კოტოშოგიკუს წინააღდმდეგ ჩაატარებს, მეორე ტურში კი უკვე სტაჟიან ოძეკი ბარუტოს გაეჯიბრება.
ცნობისთვის, ტოჩინოშინი ნოემბრის ტურნირს აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირას წოდებით შეხვდა და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, იქნებ სანიაკუს (კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკესა და კომუსუბის ტიტულებს აერთიანებს) წევრიც გახდეს.
მძიმე ბრძოლები ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც კარიერის უმაღლეს საფეხურზე იმუოფება. დასავლეთის მესამე მაეგაშირას წოდების მქონე 24 წლის ქართველი გოლიათი (199 კგ.) სასტარტო ტურებში ძალებს მეოთხე მაეგაშირებთან – ტოჩინოვაკასთანა და ტოჩიოძანთან მოსინჯავს.
ნოემბრის ბაშოს მეათე მაეგაშირა ფუჯიაძუმასთან შეხვედრით დაიწყებს ქართული სუმოს პიონერი კოკაი (150 კგ.). 30 წლის ლევან ცაგურია ფუკუოკაში აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირას ტიტულით ჩავა, მეორე ბრძოლას კი მერვე მაეგაშირა ტაკაიასუსთან ჩაატარებს.
ფუკუოკას ტურნირის საწყის დღეს (შიო-ნიტი) იოკოძუნა ჰაკუჰო კომუსუბი ჰომაშოს დაუპირისპირდება, ოძეკის წოდებაზე მეოცნებე სეკივაკე კისენოსატო მეორე მაეგაშირა კიოკუტენჰოს შეხვდება, ხოლო კადობანში ჩაყენებული (თუკი ბაშო დადებითი ბალანსით არ დაასრულა, რანგით მეორე ტიტულს დაკარგავს) ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ მიზნისკენ სვლას პირველ მაეგაშირა გოეიდოსთან შერკინებით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163241