სხვა

16:45 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ძურიოს ლიდერია

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ნაგოიას ბაშოზე რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ირჯება, ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და იჩინოჯოსთან ერთად ლიდერობს.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა, რომელსაც აღმოსავლეთის მე-12 ნომერი აქვს მიკუთვნებული, დასავლეთის მე-11 ნომერი ჩიონოკუნი ოშიდაშით დაამარცხა.

მე-4 ტურში გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მე-13 რეიტინგოსანი ვაკანოშიმა იქნება, რომელსაც სამივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს და კარგ ფორმაში არ უნდა იმყოფებოდეს.

ისევ უარყოფით ბალანსზე (1 მოგება, 2 მარცხი) გავიდა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ. მაკუუჩის ყველაზე მძიმე სეკიტორმა, რომელიც ორ ცენტრნერზე მეტს იწონის, ყველაზე მსუბუქ სუმოისტ – 130 ილოგრამიან არავაშისთან (აღნოსავლეთის მე-17 მაეგაშირა) შიტატეჰინერით წააგო.

შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდება აქვს, შემდეგი ორთაბრძოლა კი დასავლეთის მე-13 მაეგაშირა სოკოკურაისთან ელის, რომელთანაც სამივე გასული შერკინება მოგებული აქვს.

გასული დღეების თავზე ნაგოიას ბაშოს სათავეში იოკოძუნები – ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ და ოძეკი კოტოშოგიკუ იმყოფებიან, მათ აქტივში 3-3 მოგებაა.

ნაგოიას ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=LgrB8z_hTIU

0.112394