სხვა

15:23 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დანაკარგის გარეშე ასპარეზობს

ლევან გორგაძე, რომელსაც სუმოს სამყარო ტოჩინოშინის სახელით იცნობს, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

სექტემბრის ბაშოზე, რომელსაც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” მასპინძლობს, ქართველმა სეკიტორმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით მოასპარეზე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-8 ნომერ ტოკუშინჰოს იორიკირით სძლია. გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 ნომერ ჰომარეფუჯის გაეჯიბრება.

ნაყოფიერი დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელიც დასავლეთის მე-3 ნომრის წოდებით ირჯება. ქართველი გოლიათი დასავლეთის პირველ ნომერ ამურუს გაეჯიბრა და ერთ-ერთ ფავორიტს ოშიდაშის ილეთით აჯობა. ამ უკანასკნელმა პირველი წაგება იწვნია, გაგამარუს კი თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) გააჩნია.

აკი ბაშოზე პირველი მარცხი შეემთხვა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის. უფრო სწორად, მონღოლი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელმაც დასავლეთის მე-3 მაეგაშირა იოშიკაძეს თმებში მოქაჩა. თუმცა, ამ უკანასკნელს ბონუსის სახით კიმბოში არ ერგება. “ოქროს ვარსკვლავის” გადაცემა “ჰანსოკუს” შედეგად არ ხდება.

დაუმარცხებლად ასპარეზობენ სხვა მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკებს – კოტოშოგიკუს და კისენოსატოს კი აქტივში 3-3 მოგება აქვთ.

სექტემბრის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=boFNXNzZnqE

0.113939