სხვა

14:25 | 25.09.2014 | ნანახია 2317 - ჯერ

ტოჩინოშინი ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოს მოგებასთან ძალიან ახლოსაა. იგი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე აკი ბაშოზე წაუგებლად ასპარეზობს და აქტივში უკვე 12 გამარჯვება აქვს.

ძურიოს დასავლეთის მე-5 ნომრის წოდების მქონე ტოჩინოშინმა მორიგ წარმატება აღმოსავლეთის მე-11 ნომერ ასაჰიშოსთან იზეიმა. ქართველმა მეტოქეს იორიკირით სძლია.

ისიც ვთქვათ, რომ მარცხი განიცადეს გორგაძის უახლოესმა მდევრებმა ტოკუშორიუმ და სატოიამამ. შედეგად, მათ 3-3 მარცხი მოუგროვდათ, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინს პირველობისთვის დარჩენილი 3 ორთბრძოლიდან ორის მოგებაც ეყოფა.

გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-13 ნომერი აკისეიამა იქნება, რომელსაც თანაბარი ბალანსი (6 მოგება, 6 მარცხი) გააჩნია.

სამწუხაროდ, წოდებაში დაქვეითებას ვერ აცდება ძურიოს მე-3 ნომერი გაგამარუ. თეიმურაზ ჯუღელმა მე-8 მარცხი აღმოსავლეთის მე-10 ნომერ საკიგაკესთან განიცადა და მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დააფიქსირა. ის, თუ რამდენად დიდი იქნება გაგამარუს ვარდნა, დარჩენილ ბრძოლებზე იქნება დამოკიდებული. საინტერესოა, რომ ქართველი გოლიათი შემდეგ შერკინებას ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ჩაატარებს და მის პირისპირ აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკიტენკუ დადგება.

ცნობისთვის, მაკუუჩის ლიდერად კვლავაც მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-12 მოგება ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა. “თეთრი ფენიქსის” უახლოესი მდევარი მაკუუჩის დებიუტანტი, აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იჩინოჯოა, რომელმაც მე-11 გამარჯვება ოძეკი გოეიდოსთან გაიფორმა. 10 მოგება შერჩა იოკოძუნა კაკურიუს, რომელიც ოძეკი კოტოშოგიკუსთან დამარცხდა.


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:41 | 26.09.2014
villeee (61)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=t5j3coTXn5E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw')>0?'http://www.youtube.com/watch?v=t5j3coTXn5E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw':'http://www.youtube.com/watch?v=t5j3coTXn5E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw'))
ესეც დღევანდელი ვიდეო. ტოჩიც არის კადრში ინტერვიუა პატარაა

14:35 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

ხვალ საინტერესო იქნება იჩინოჯო ჰაკუჰოს თუ მოუგებს. ბიჯოოოოოოოოოოოოოოს

14:33 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

ბიჯო რაები მომხდარა, ჰაკუჰოსაც წაუგია და იჩინოჯომ კუკურას მოუგო, ტიტუუუუუუუუუუ

13:07 | 26.09.2014
Buratino (3505)

ახლა ვნახე სუმოს საიტზე და კინაღამ გავგიჟდი: ამ იჩინოჯოს დღესაც მოუგია (ახლა კუკურასთვის!) ხოლო ჰაკუჰოს წაუგია გოეიდოსთან. შედეგად, ჰაკუჰოს და იჩინოჯოს ერთნაირი ბალანსი აქვთ (12-1)
და ხვლა ერთმანეთს ხვდებიან! აუ რა ომი იქნება ....

14:37 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

აბა, თვალებს ვერ ვუჯერებდი

13:06 | 26.09.2014
Buratino (3505)

ახლა ვნახე სუმოს საიტზე და კინაღამ გავგიჟდი: ამ იჩინოჯოს დღესაც მოუგია (ახლა კუკურასთვის!) ხოლო ჰაკუჰოს წაუგია გოეიდოსთან. შედეგად, ჰაკუჰოს და იჩინოჯოს ერთნაირი ბალანსი აქვთ (12-1)
და ხვლა ერთმანეთს ხვდებიან! აუ რა ომი იქნება ....

12:38 | 26.09.2014
penomena (1374)

Vიდეო არაა დღევნდელი დღის?

14:33 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

ცოტა ხანში იქნება

12:33 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

კიოკუტენჰოს ყოჩაღ, 40 წლის ასაკში კიდე ყომარობს

12:32 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

გაგას დღესაც წაუგია

10:53 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

იჩინოჯო დღეს კუკურას ხვდება და ხვალ ჰაკუჰოს, ვნახოთ აბა რას იზამს

10:52 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

ხვალ ტოჩის M15 ოკინოუმის ახვედრებენ, რომელიც ასევე კარგად მიდის 10-2ზე. საინტერესო ბრძოლა იქნება. იმედია ტოჩი იმარჯვებს.

10:50 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩის 13-0 გაუხდა და ძურიო მოიგო უკვე. მარა იმედია ხვალაც და ზეგაც მოიგებს.

09:51 | 26.09.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩი დღეს იოლ მოგებას მოველი

09:05 | 26.09.2014
chelidze (5010)

ეს აღარ ხუმრობს

08:18 | 26.09.2014
3 სავანელი (1199)

წარმატებები

21:39 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩიმ ხვალაც უნდა გაგვახაროს მოგებით, აი იჩინოჯომ კუკურასაც თუ მოუგო და არ ვიცი რაა

21:38 | 25.09.2014
Mikheil Urushadze (2)

ჰაკუჰო ძაან ძლიერია და კიდე მუშაობს თავის თავზე. გუშინ წინ იყო მგონი,კინაღამ მოწინააღმდეგის ილეთზე წამოეგო და შეხვედრის შემდეგ, გამეორებას მაყურებინეთო მოითხოვა.იჩინოჯი... ეს დიდი სიურპრიზია ყველასთვის და ჩემი აზრით მომავალი იოკოძუნაა. ტოჩისგან ყველა წარმატებას ველით :-)

21:40 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

იჩინოჯოზე ჯერ მაინც ნაადრევია მაგ დასკვნა, შემდეგ ბაშოზე გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია.

19:25 | 25.09.2014
lelo2015 (613)

ესე მე 12 დღე ძურიოში

0?'>http://www.youtube.com/watch?v=-AJZxVLy0VE':'>http://www.youtube.com/watch?v=-AJZxVLy0VE'))

19:25 | 25.09.2014
fotoni2 (607)

ტოჩი უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ აიღებს მეოთხე იუშოს ზედიზედ და შემდეგ ბაშოზე მაკუჩისიც იქნება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, მაგისგან ორჯერ ზედიზედ დამრცხებული იჩინოჯო რეებს შვება მაკუჩიში, იმედი მაქვს რომ ტოჩი არა მხოლოდ გადავა ელიტაში არამედ სანიაკუშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

ვფიქრობ საუკეთესო პერიოდი ახლა იწყება ლევანის კარიერაში,
რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით გაგაზე.

21:18 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა ქნას ტოჩიმ შეძლოს სანიაკუში თავის დამკვიდრება.

17:08 | 25.09.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

ეს რომელი დივიზიონია ჯიგრებო? სადაც ვჩემპიონედებით

18:16 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

რანგით მეორე.

14:51 | 25.09.2014
apokalifsis (498)

არ ვიცი, რა ვიცი.. მცოდნე ხალხი უკეთ იტყვით, მაგრამ, ჩემი აზრია, რომ თემურმა წონაში საგრძნობლად უნდა დაიკლოს, თორემ მოწინააღმდეგისთვის გაშიფრულია უკვე მისი ყოველი ნაბიჯი... შეტევა ძლიერი არვს, მაგრამ დაცვაში (წონის გამო) მოუქნელობა უშლის ხელს და კონტრილეთზეც ადვილად ეგება.. მისი სტილი ყველამ იცის, უბრალოდ "არიოლ-რეშკა"-სავითაა მასთან ბრძოლა - გამოუვათ, ხომ კაი, თუ არა და კი აფიქსირებს-ხოლმე, შიგადაშიგ, კაჩი-კოშის..
ჰაკუჰოს მარტო იმიტომ ვაფასებ, რომ რა სიტუაციაში რას იზამს, უმეტეს შემთხვევაში "ჩორტ ივო ზნაეტ"..
აი, ლევანი კი (ტოჩი) აწყვეტილი ბუღასავით მიიწევს მაკუუჩისკენ და ასეთი ტემპით თუ გააგრძელა, იანვრიდან ზედა ფენაში უნდა მოჯდეს!!!!

15:41 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

გაგამ სცადაო წონის დაკლება მარა დასუსტდა და ძალა არ ქონდა საერთოდო არ გამოუვიდაო, ამიტომ კარიერის ბოლომდე ეგრე იქნებაო.

17:02 | 25.09.2014
giojuve-10 (3743)

ხოდა წავა ბოლო დივიზიონსში...

17:07 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ალბათ ესე მოხდება

14:50 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

იჩინოჯოს კუკურას ახვედრებენ ხვალ, ვნახოთ აბა რას იზამს.

14:50 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩის 1 მოგებაც ყოფნის ძურიოს მოსაგებად, მარა იმედია 3-ვეს მოიგებს.

0.068889