კალათბურთი

16:46 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიუსი აპრილის საუკეთესო მოთამაშეა

თელ-ავივის “მაკაბის” ფორვარდი ალექს ტიუსი ევროლიგის აპრილის ყველაზე სარგებლიან მოთამაშედ (MVP) დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

აპრილში მაკაბელებმა ტოპ-16-ის ეგიდით 2 მატჩი ჩაატარეს და მიუნხენის “ბაიერნს” სძლიეს, ხოლო მოსკოვის ცსკა-სთან მარცხი განიცადეს. ამას გარდა, ებრაულმა კლუბმა პლეი ოფში იტალიურ “მილანთან” სერია დამაჯერებლად ჩაატარა და 3:1 იმარჯვა.

სეზონის დასაწყისში ტიუსი “მაკაბის” ლიდერთა შორის არ მოიაზრებოდა, აპრილში კი თავი ჩინებულად წარმოაჩინა. “მილანთან” სერიაში 26 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარი 13.5 ქულა, 5.5 მოხსნა და 2.0 დაფარება იყო, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 18.25-ს უწია.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ”ოთხთა ფინალი” 16-18 მაისს მილანში შედგება. “მაკაბი” ნახევარფინალში ხსენებულ ცსკა-ს ეთამაშება, ხოლო ფინალის მე-2 საგზურისთვის ესპანური გრანდები – “რეალი” და “ბარსელონა” იბრძოლებენ. 

 

0.119891