ფეხბურთი

10:31 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიტო ვილანოვა: “1/2-ფინალებში, გერმანელები უფრო ძლიერები იყვნენ”

 

მიუნხენის “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ (0:3), კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ტიტო ვილანოვამ თავისი გუნდის თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასა.

“ბაიერნს” ფინალში გასვლას ვულოცავ. ამ გუნდმა იმ დონის ფეხბურთი ითამაშა, რომელზეც იმყოფება. მადლობელი ვარ ქომაგების, რადგან პირველი წუთიდან უკანასკნელამდე გვქომაგობდნენ. ჩემი გუნდი ბოლომდე შედეგის მიღწევას ცდილობდა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თავი არ დაეხარათ და პირველ ტაიმში ღირსეულადაც ვიბრძოლეთ. ეჭვგარეშეა, მე-2 ტაიმის დებიუტში, “ბაიერნის” გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა და ყოველგვარი ინტრიგაც მოსპო.

ტურნირის ამ სტადიას “ბაიერნი” გაცილებით უკეთეს ფიზიკურ ფორმაში შეხვდა. გერმანელები ძალზე ენერგიულად გამოიყურებოდნენ, ჩვენები – პირიქით. გარდა ამისა, ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა.

მესიმ ბილბაოში ითამაშა, რადგან თავს ნორმალურად გრძნობდა. იმ მატჩის მიწურულს, ლეომ ტკივილი იგრძნო, თუმცა ტრავმის გამიზეზებასთან საქმე არ გვქონია. მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ თავს სრულ მზადყოფნაში ვერ გრძნობდა. თავადაც ხვდებოდა, რომ გუნდს დიდ დახმარებას ვერ გაუწევდა. ცხადია, მესის არყოფნა ძალიან დაგვეტყო.

უკეთესად თამაში გვსურდა, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ პირველ მატჩში გადაწყდა. ისინი, ვინც მთელი სეზონი ვარჯიშობდნენ და ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ, “ბაიერნთან” მატჩში დაგვეხმარნენ. ჩვენც, ისევე როგორც “რეალს”, გერმანულ კლუბებთან ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ წლევანდელ ნახევარფინალებში, აშკარად გვაჯობეს”, - ციტირებს ვილანოვას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

0.115876