ფეხბურთი

15:23 | 12.11.2013 | ნანახია 644 - ჯერ

ტიოტე კრულის თამაშით აფრთოვანებულია

“ნიუკასლის’’ ნახევარმცველი შეიხ ტიოტე აღფრთოვანებულია ჰოლანდიელი თანაგუნდელის ტიმ კრულის თამაშით. “სანისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ფრანგმა ,”ტოტენჰემთან’’ გამართული შეხვედრა გაიხსენა, ,,უაით ჰართ ლეინზე’’ კაჭკაჭებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, ტიოტეს აზრით, ლომის წილი ამ გამარჯვებაში ტიმ კრულმა დაიდო.

“ფანტასტიკური თამაშისთვის თანაგუნდელებმა კრულს მადლობა გადავუხადეთ. იმედი გვაქვს ასე გააგრძელებს  და კიდევ უფრო განვითარდება. მასში ვხედავ დიდ პოტენციალს და ვფიქრობ, კრული ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა პრემიერლიგაში. მას შეუძლია გახდეს საუკეთესო მსოფლიოს გამორჩეულ კიპერებს შორის’’_ განაცხადა კოტ-დიუარელმა.

ტიოტემ ასევე ისაუბრა კლუბის მთავარი მწვრთნელის ალან პარდიუს შესახებ.

“პარდიუ ყველა ფეხბურთელთან გულახდილად საუბრობს. მას სურს ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების, სხვაგვარად ხომ გამარჯვებები არ მოდის. თვითრწმენა აუცილებელია წარმატების მისაღწევად. მწვრთნელის შრომამ  შედეგი გამოიღო, რაზეც უკანასკნელი შეხვედრები მეტყველებს. “ჩელსისთან’’ და “ტოტენჰემთან’’ გამარჯვება ფანტასტიკური შედეგია”.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის ბოლო 4 შეხვდრაში კაპიტნის სამკლავური ტიოტეს უკეთია, ვინაიდან ფაბრიციო კოლოჩინი ტრავმირებულია.

“როცა კოლოჩინი გამოჯანმრთელდება, კაპიტანი, რა თქმა უნდა, კვლავ იგი იქნება, ამის თაობაზე ორი აზრი არ არსებობს’’_ აღნიშნა ფეხბურთელმა.

შეიხ ტიოტე  2010 წელს “ტვენტედან’’ გადაბარგდა “ნიუკასლში’’, მის ანგარიშზე 94 შეხვედრაში გატანილი 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

დიმიტრი შარიქაძე

 


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:43 | 25.06.2013
gru (89)

ფედერაციამაც დადო სტატია ოგონდ იგივე რაც აქ არის!

15:25 | 25.06.2013
gudu1985 (523)

არადა მართლა არის პოტენციალი,ეს ხომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს

11:41 | 25.06.2013
kalesu (249)

ხალხო ...ნეტავ თუ ხვდება ფედერაცია თავის შეცდომებს...? ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობა ყველა შესაცვლელია მე თუ მკითხავთ,რატომ გააყოლეს სტურუა ბელას? გუშინ ბელამ დებიუტი წააგო და პარტია დაფაზე თამაშით გადაარჩინა...დებიუტი კი მწვრთნელის სამზარეულოა..მოკლედ ეს სიტუაცია ასლია ქალთა ნაკრების წარუმატტტებლობისა,როდემდე უნდა ვუყუროთ ეხლა ამათ ფოკუსებს?...ჩვენ ჩემპიონები გვჭირდება და ქალთა ჭადრაკს ამის პოტენციალი აქვს...კარგი მოკადრაკეები გვყავს...ხოდა დროა რაგაცეები შეცვალონ,თორემ ყველაფერი ფედერაციას დაბრალდება...ძალიან თვალში საცემი შეცდომებია უკვე დაშვებული...მათ ამის უფლება არ აქვთ..

21:14 | 26.06.2013
guka2013 (20)

გააყოლეს რა თავისი არჩევანი იქნებოდა, არა მგონია მწვვრთველი იძულებითი იყოს.
ფერერაციას გასდის შეცდომები ალბათ იმიტომ რომ მოჭადრაკეთა საზოგადოება არაა ძლიერი. ეს ჩემი აზრია.. რას იტყვით მისტერ კალესუ?

22:45 | 26.06.2013
kalesu (249)

ჯერ ერთი მისტერ კი არა ..მადამ ..ჩემო "გუკა",მერე ,როდის იყო მწვრთნელებს მოჭადრაკეები ირჩევდნენ...თანაც,რომ ირჩევდნენ შეთავაზებულ პეტრესა და პავლეს შორის უნდა აირჩიონ...რასაც ფედერაცია შესთავაზებს...და რაც შეეხება მოჭადრაკეთა საზოგადოებას ,უფრო ძლიერი იქნებოდა გელაშვილი და ყაჩეიშვილი,რომ ყავდეთ,მაინც , თქვით რაა..გელაშვილი რატომ არ გინდათ ნაკრებში?...ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ...დაიბრუნეთ ვინც გააქციე ყველა და ქართულ ჭადრაკს ეშველება...მერე კიდევ..მაგარი ბიჭები,რომ გაუშვით სათამაშოდ,როგორ გახდა ჩემპიონი ბათუმელი ნიგალიძე?....მოკლედ..ფედერაციას ბევრი საფიქრალი აქვს,თუ რათქმაუნდა ანაღვლებს ქართული ჭადრაკის ბედი..და თუ არ ანაღვლებთ,მაშინ უნდა დაახვიონ, იმიტომ რომ ხალხი ამდენს აღარ მოითმენს...ასე,რომ ჩემო "გუკა" თქვენს აზრს პატივს ვცემ ,მაგრამ ვერ გავიზიარებ..მე რეალისტი ვარ...და თან ქართველი..

13:25 | 27.06.2013
guka2013 (20)

რატომ ფიქრობტ რომ არმინდა გელაშვილი ნაკრებში? პირიქით ჩემი აზრით გააძლიერებდა ნაკრებს.. ნიგალიძეს ნამდვილად ვე დავუკარგავთ კარგ თამაშს, ყველა კონკურენტს მოუგო... ანუ თქვენ ამბობთ რომ ფედერაცია კარგ მწვრთნელებს არ თავაზობს? თუ მწვრთნელთა დეფიციტია საქართველოში?

14:43 | 27.06.2013
kalesu (249)

დიახ ასეა...ჩამოიყვანონ მწვრთნელები უცხოეთიდან...ესპანეთიდან უბილავა ჩამოიყვანონ,ბოლოსდაბოლოც კაცი ანანდს წვრთნიდა...დაუბრუნონ ბელას დავით ჯოჯუა პირად მწვრთნელად და თუ ამ ყველაფერს გააკეთებენ 2-3 თვეში შედეგსაც დაინახავენ...დამიჯერეთ ..3თვიანი ხელშეკრულებაც საკმარისია უცხოელებთან და ყველაფერი შეიცვლება...ეს ნაკრების ყველა წევრს წაადგება...უნდა გამოიძებნოს საშუალებები უცხოელების მოსაწვევად...

23:08 | 24.06.2013
sophie (210)

stripslashes((strlen('http://gcf.org.ge/index.php?menuid=2&id=1291&lang=1')>0?'http://gcf.org.ge/index.php?menuid=2&id=1291&lang=1':'http://gcf.org.ge/index.php?menuid=2&id=1291&lang=1'))

0?'>http://dilijan2013.fide.com/en/component/turnuva/?task=fileview&kid=1':'>http://dilijan2013.fide.com/en/component/turnuva/?task=fileview&kid=1'))

23:00 | 24.06.2013
temuri100 (2235)

დაწერეთ,თუ როგორ დამთავრდა 8 ტური

22:58 | 24.06.2013
roberti (773)

vin icid me-8 turis shedegebi.

22:00 | 24.06.2013
temuri100 (2235)

guka2013 (1)

ვულოცავთ ნიგალაძეს,მაგრამ რა შედარებაა ვერ გავიგე!სად შიდა ჩემპიონატი და სად გრან პრი!მთელი ყურადღება გოგონებისკენაა მიმართული,რა თქმა უნდა!

21:36 | 24.06.2013
guka2013 (20)

რატომ გაიოზ ნიგალიძეს არავინ ულოცავს წარმატებას, მგონი მხოლოდ სიმპატიურ გოგონებს ყავთ გულშემატკივრები ამ საიტზე...

20:10 | 24.06.2013
roberti (773)

sazizgrobaa,visac exeba rato ar ashuqeben ,ar stvlian sawirod albad.partiebs

18:24 | 24.06.2013
gru (89)

ბელამ საინტერესოდ გარისკა იმედია მოიგებს!

18:17 | 24.06.2013
gru (89)

ვერავინ გაიგებს ჯერ წინასწარ რა მოხდება ყველაფერი წინაა ეს მხოლოდ გრანპრის მე-2 ეტაპია და კიდევ ბევრი პარტია დარჩათ გოგონებს.წარმატებები ორივეს

08:49 | 24.06.2013
Titan1 (570)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

06:53 | 24.06.2013
choloka (934)

წარმატებები

06:39 | 24.06.2013
araza-1918 (6330)

ძაგნიძემ უნდა მოიგოს, ბელას ეს ეტაპი ჩაუვარდა

13:20 | 24.06.2013
kalesu (249)

ისევე ,როგორც ნანას ჩაუვარდა წინა ეტაპი...ყველაფერი წინაა...დიდი მინდა მჯეროდეს,რომ სომხეთშიც ქართველი იქნება გამარჯვებული...წარმატებები გოგოებს..

0.101031
644