ფეხბურთი

18:07 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტინო კოსტა მოსკოვის “სპარტაკში” ითამაშებს

28 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი გახდა. რუსულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ესპანური პრესის ცნობით, “ვალენსია” ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კოსტა “სპარტაკთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტინო კოსტა “ვალენსიაში” 2010 წლიდან თამაშობდა. 3 სეზონის განმავლობაში, “ღამურების” მაისურით ჩატარებულ 97 თამაშში მან 15 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კოსტას არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით 2-ჯერ უთამაშია.

0.114483