"სან ანტონიოს" ცენტრმა ტიმ დანკანმა კარიერის განმავლობაში შესრულებული მოხსნების რაოდენობით "ლეიკერსის" ლეგენდარულ კალათბურთელ შაკილ ონილს გადაასწრო - იტყობინება ნბა-ს ოფიციალური საიტი.
"იუტასთან" დაპირისპირებისას (104:97) დანკანმა საკუთარ ანგარიშზე 16 მოხსნა ჩაიწერა და ახლა მისი კარიერული მონაგარი 13113 მოხსნაა, გადაასწრო რა შაკს (13099). ამჟამად ტეხასური გუნდის უბერებელი ლიდერი ლიგის ყველადროის საუკეთესო მომხსენელთა სიაში მე-13 ადგილზე იმყოფება. 12-ე პოზიციაზე "ჰიუსტონის" ლეგენდარული ცენტრი ჰაკიმ ოლაჯუანია (13748).