კალათბურთი

20:20 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ დანკანმა რობერტ პერიშს გადაასწრო

"სან ანტონიოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა ტიმ დანკანმა "გოლდენ სტეიტთან" დაპირისპირებისას 19 ქულა დააგროვა და კარიერის განმავლობაში ქულათა პირადი მონაგარი 23350-მდე აიყვანა. ამ მიღწევით მან ნბა-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში 23-ე ადგილზე აინაცვლა და თვით ლეგენდარულ ბობი პერიშს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 23334 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ტიმი ამჟამად 36 წლისაა და 2012 წლის სექტემბერში კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი "სპურსთან".

0.115975