ტიმ დანკანი მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს. "სან ანტონიოს" უბერებელმა მძიმე ფორვარდმა დღეს გამთენიისას მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "სპურსს" პირადად მოაგებინა "კლიპერსთან" საკალათბურთო თრილერში – 104:102.
თანაბრად ბრძოლაში მიმდინარე მატჩმა კულმინაციას მეოთხე მეოთხედის ბოლო წამებზე მიაღწია, როდესაც საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე კრის პოლმა საშუალო დისტანციიდან განხორციელებული ზუსტი ტყორცნით "კლიპერსი" წინ გაიყვანა 101:99. საპასუხო შეტევაში დანკანმა ანალოგიურით უპასუხა და ანგარიში გათანაბრდა 101:101. კალიფორნიული გუნდი და მისი ლიდერი არ აპირებდნენ დანებებას. მიმდინარე სეზონის ყველა ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ საჯარიმო ხაზიდან ზუსტად ისროლა და კალიფორნიული გრანდი კვლავ წინ გავიდა 102:101. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 7 წამიღა რჩებოდა, როდესაც "სპურსი" ბოლო შეტევაზე გადავიდა, ბურთი კვლავ ტიმიმ მიიღო, რომელმაც მოძრაობაზე დაიჭირა მასზე ბევრად ახალგაზრდა ჰოლინზი, იპოვა მასთან კონტაქტი და ბურთი კალათისკენ ურთულესი სიტუაციიდან გადაგზავნა - "ენდ ვანი" შედგა. დარბაზი კინაგამ ჩამოიქცა ოვაციებისაგან. ლეგენდარულმა მძიმე ფორვარდმა საჯარიმო ტყორცნაც აუღელვებლად ისროლა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 104:102.
შეხვედრის MVP რაღათქმაუნდა "სპურსის" 21-ე ნომერი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 34 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა.
მოულოდნელად "მინესოტასთან" გასვლაზე დამარცხდა დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილოსანი "ოკლაჰომა". კევინ დურანტმა 36 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, ვესტბრუკმა 18, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად. "თიმბერვულვზმა" მშვენიერი გუნდური კალათბურთი აჩვენა და ამის ხარჯზე დაჯაბნა "თანდერი" 101:93. გამორჩეული გახლდათ რიკი რუბიო, რომელიც დღითიდღე უმატებს, იგი გუნდის შეტევების დირიჟორობასაც მშვენივრად ართმევს თავს და ქულებსაც ბლომად იხვეჭს (17ქ). თავისმხრივ არაფერი დაუთმო სერჯ იბაკას მონტენეგროელმა ნიკოლა პეკოვიჩმა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი გაიფორმა 22 ქულა და 15 მოხსნა. შედეგიანი გახლდათ ახლად გამოჯანმრთელებული ჩაზ ბადინგერი, რომელმაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში 13 ქულიანი წვლილი შეიტანა.
ტრავმებისაგან დატანჯული "ბოსტონი" აგრძელებს ბრძოლას, რათა აღმოსავლეთ კონფერენციაში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს პლეიოფების წინ. ამჯერად "სელტიქსმა" საკუთარ TD Garden-ში "ატლანტას" უმასპინძლა და პოლ პირსის ბრწყინვალე გარჯის შედეგად უხქულიან მატჩში 118:107 იმარჯვა.
"კელტთა" კაპიტანი მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა მეტოქესთან, მოედნის ყველა მონაკვეთზე ასწრებდა ყოფნას, რაც საბოლოოდ სამმაგ დუბლად დაუფასდა კიდეც 20 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი. "ჰოუქსს" სხვადასხვა სახის ტრავმების გამო წინა ხაზში დიდი დანაკლისი ქონდა ალ ჰორფორდისა და ზაზა ფაჩულიას არყოფნით, რითაც გაილაღა ძალზედ ნიჭიერმა ჯეფ გრინმა და სტუმრებს 27 ქულა ჩაუგდო. ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვეტერანი ჯეისონ ტერი, რომელმაც პერიმეტრიდან დაბომბა მეტოქე(24 ქულა) და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში.
"ნიუ იორკი" აგრძელებს მარათონულ ბრძოლას "ინდიანასთან" აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილისათვის. "ნიქსმა" რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში ლიგის აუტსაიდერ "შარლოტს" უმასპინძლა და 111:102 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან სერიოზულად მოკიდეს საქმეს ხელი და "დაბომბეს" მეტოქე. პირველ ტაიმში მაიკ ვუდსონის დამოძღვრილმა გუნდმა 69 ქულა ჩააგდო, თამაშიდან 63% სიზუსთით უტევდა, ხოლო 3 ქულიანის დისტანციიდან 75%-ით.
კარმელო ენტონიმ საწყის მეოთხედში 13 ქულა აკმარა "ბობკეთს", ხოლო მატჩი საბოლოოდ ორმაგგი დუბლით დახურა 32 ქულა+11 მოხსნა. კვლავ შეანიშნავი იყო სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ჯეი არ სმიტი, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო და "ნიქსის" ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც ზედიზედ სამი თამაშია სათადარიგოთა სკამიდან ერთვება მატჩში და 30 ქულაზე მეტს აგროვებს.
"ბრუკლინმა" Pepsi Center-ში დიდი ანგარიშით დათმო შეხვედრა შესანიშნავ ფორმაში მყოფ "დენვერ ნაგეთსთან" 88:109. საიხარულოა რომ პი ჯეი კარლესიმომ დიდხნიანი შესვენების შემდეგ ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას კვლავ მისცა თავის გამოჩენის საშუალება და 3:28 წუთი ათამაშა. ამ დროის განმავლობაში "თოკომ" 1 ქულა (1-4 საჯარიმო) და 3 მოხსნა ჩაიწერა საკუტარ აქტივში, ასევე ერთხელ დაკარგა ბურთი და პერსონალური ფოლიც მიიღო.
დენვერი - ბრუკლინი 109:88 (26:23, 29:15, 25:28, 29:21)
დენვერი: მილერი (12), იგუოდალა (9), კუფოსი (13), ფარიდი (4), გალინარი (11); ჩენდლერი (16), ბრიუერი (13), მაკგი (8), ფურნიე (19), მილერი (2)
ბრუკლინი: უილიამსი (19), ბოგენსი, ლოპესი (11), ევანსი (15+16მ), უოლესი (5); ბრუქსი (8), ბლაჩი (16), უოთსონი (4), ჰამფრიზი (6), სტექჰაუზი, ტეილორი (2), ტელეტოვიჩი, შენგელია (1)
მინესოტა - ოკლაჰომა 101:93 (23:23, 30:25, 27:29, 21:16)
მინესოტა: რიდნური (11),რუბიო (17), პეკოვიჩი (22+15მ), კირილენკო (12), უილიამსი (6); კანინგემი (8), ბარეა (6), შვედი (4), სტიმსმა (2), ბადინგერი (13)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (18), სეფოლოშა (10), პერკინსი (2), იბაკა (10+11მ), დურანტი (36); მარტინი (4), ფიშერი (3), კოლისონი, ტაბიტი (2), ჯექსონი (8)
სან ანტონიო - კლიპერსი 104:102 (30:28, 31:34, 24:17, 19:23)
სან ანტონიო: პარკერი (24), გრინი (6), ლეონარდი (4), სპლიტერი (14), დანკანი (34+11მ); ჯექსონი (2), დიაო (3), ჯინობილი (2), ნილი (8), ბონერი (2), დე კოლო (5)
კლიპერსი: პოლი (14), გრინი (10), ჯორდანი (9), გრიფინი (18), ბატლერი (11); კროუფორდი (16), ოდომი (8), ჰოლინზი (2), ბლედსოუ (8), ბარნსი (6)
ორლანდო - ვაშინგტონი 97:92 (24:23, 34:23, 20:25, 19:21)
ორლანდო: ნელსონი (2), ჯონსი (2), ჰარკლსი (18), ჰარისი (30+11მ), ოქუინი (4); მური (15), უდრიჰი (10), ლემბი (2), ნიკოლსონი (14)
ვაშინგტონი: უოლი (35), ოკაფორი (9), ბუკერი (7), უებსტერი (19), ტემპლი (7); სერაფინი (4), არიზა (5), სინგლტონი (2), პრაისი (4)
ბოსტონი - ატლანტა 118:107 (32:30, 34:26, 26:24, 26:27)
ბოსტონი: ბრედლი (8), ბასი (13), პირსი (20+10მ+10პ), უილკოქსი (4), გრინი (27); ტერი (24), კროუფორდი (5), ლი (2), რენდოლფი (9), უილიამსი (6)
ატლანტა: ტიგი (17), სტივენსონი (3), სმიტი (18), ჯონსონი (5), პეტრო (4); ჯენკინსი (2), მაკი (12), სკოტი (19), ტოლივერი (14), ჯონსი (6), კორვერი (7)
ნიუ იორკი - შარლოტი 111:102 (38:20, 31:27, 19:22, 23:33)
ნიუ იორკი: შამპერტი (8), მარტინი (6), ენტონი (32), ფელტონი (18), პრიჟიონი; კოუპლენდი (2), კემბი (3), კიდი (3), სმიტი (37), ნოვაკი (3), უაითი
შარლოტი: უოკერი (16), ჰენდერსონი (35), ბიიომბო (2), მაკრობერტსი (6), კიდ-გილკრისტი (14); გორდონი (12), ტეილორი (8), პარგო (9)
დეტროიტი - ტორონტო 82:99 (26:19, 19:27, 15:36, 22:17)
დეტროიტი: ნაითი (4), სინგლერი (13), მონრო (11+13მ), კალდერონი (8), დრამონდი (17); სტაკი, მიდლტონი (2), იერებკო (20), კრავცოვი (1), ინგლიში (6)
ტორონტო: ლოური (4), დეროზანი (21), ვალანჩუნასი (14+13მ), გეი (21), ჯონსონი (20); როსი (6), ანდერსონი (7), ლუკასი, ფილდსი (6)
კლივლენდი - ფილადელფია 87:97 (24:19, 21:26, 21:32, 21:20)
კლივლენდი: ლივინგსტონი (10), ელინგტონი (10), ზილერი (14+10მ), ტომპსონი (10), ჯი (6); მაილსი (19), უოლტონი (5), სპეითსი (6), ქუინი (2), გიბსონი (5)
ფილადელფია: ჰოლიდეი (20), ვილკინსი (7), თ. იანგი (18), თერნერი (23+13მ), ჰოუსი (16+11მ); პარგო (2), მოუტრი (2), რაიტი (3), აივი (2), ალენი (4)
მემფისი - ჰიუსტონი 103:94 (31:29, 30:24, 23:16, 19:25)
მემფისი: კონლი (15+10პ), ალენი (16), გასოლი (21), რენდოლფი (21+12მ), პრინსი (10); ბეილისი (14), დევისი (4), არტური (2)
ჰიუსტონი: ლინი (8), ჰარდენი (7), აშიკი (6), მოტეიუნასი (16),პარსონსი (16); რობინსონი (5), ბევერლი (9), სმიტი (2),დელფინო (15), ანდერსონი (10)
ნიუ ორლეანი - მაიამი 89:108 (22:32, 21:28, 17:21, 29:27)
ნიუ ორლეანი; გორდონი (17),რობერტსი (13),ლოპესი (6), დევისი (11), ამინუ (7); ტომასი (6), ანდერსონი (20), მილერი (7), ამუნდსონი (2)
მაიამი: მილერი (6), უეიდი (17), ბოში (10), ჯეიმსი (36), ჰასლემი (4); ალენი (6), ანდერსენი (5), კოული (12),ლუისი (3), ბეტიე (9)
პორტლენდი - იუტა 95:105 (30:22, 22:20, 23:32, 20:31)
პორტლენდი: ლილარდი (24), მეტიუსი (12), ჰიქსონი (17+14მ), ბატუმი (17), ლეონარდი (12); მეიონორი (7), ფრილანდი, კლავერი (6),
იუტა: მო. უილიამსი (28), ფოი (5), ჯეფერსონი (22), მილსაპი (25+10მ), ჰაივარდი (10); მა. უილიამსი, ბარქსი (2), ფეივორსი (13)
დასავლეთ კონფერენცია
1. | 72 | 55 | 4 | 3 | 17 | 7506:6950 | 0.764 | ||
2. | 73 | 53 | 4 | 2 | 20 | 7738:7070 | 0.726 | ||
3. | 74 | 50 | 4 | 1 | 24 | 7815:7471 | 0.676 | ||
4. | ლოს ანჯელესი |
73 | 49 | 0 | 2 | 24 | 7364:6897 | 0.671 | |
5. | 72 | 48 | 4 | 1 | 24 | 6749:6483 | 0.667 | ||
6. | 73 | 41 | 2 | 2 | 32 | 7339:7316 | 0.562 | ||
7. | 72 | 39 | 0 | 3 | 33 | 7630:7389 | 0.542 | ||
8. | 73 | 37 | 3 | 3 | 36 | 7169:7194 | 0.507 | ||
9. | 73 | 37 | 2 | 0 | 36 | 7471:7415 | 0.507 | ||
10. | 72 | 35 | 2 | 8 | 37 | 7303:7363 | 0.486 | ||
11. | 72 | 33 | 5 | 1 | 39 | 7060:7183 | 0.458 | ||
12. | 73 | 27 | 0 | 4 | 46 | 7299:7643 | 0.370 | ||
13. | 71 | 26 | 1 | 1 | 45 | 6771:6945 | 0.366 | ||
14. | 73 | 25 | 1 | 3 | 48 | 6861:7127 | 0.342 | ||
15. | 73 | 23 | 3 | 2 | 50 | 6891:7364 | 0.315 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | 72 | 57 | 5 | 1 | 15 | 7451:6874 | 0.792 | ||
2. | 71 | 45 | 0 | 1 | 26 | 7050:6799 | 0.634 | ||
3. | 73 | 46 | 2 | 3 | 27 | 6910:6531 | 0.630 | ||
4. | 72 | 42 | 5 | 0 | 30 | 6911:6821 | 0.583 | ||
5. | 70 | 39 | 3 | 2 | 31 | 6504:6466 | 0.557 | ||
6. | 73 | 40 | 4 | 1 | 33 | 7143:7106 | 0.548 | ||
7. | 72 | 38 | 7 | 4 | 34 | 6929:6920 | 0.528 | ||
8. | 71 | 35 | 3 | 2 | 36 | 7016:7117 | 0.493 | ||
9. | 72 | 29 | 2 | 1 | 43 | 6691:6943 | 0.403 | ||
10. | 72 | 27 | 2 | 7 | 45 | 6997:7145 | 0.375 | ||
11. | 72 | 26 | 0 | 5 | 46 | 6691:6873 | 0.361 | ||
12. | 73 | 24 | 0 | 3 | 49 | 6851:7221 | 0.329 | ||
13. | 71 | 22 | 0 | 1 | 49 | 6885:7191 | 0.310 | ||
14. | 73 | 19 | 0 | 3 | 54 | 6894:7377 | 0.260 | ||
15. | 72 | 17 | 3 | 1 | 55 | 6730:7425 | 0.236 |