კალათბურთი

11:14 | 17.03.2013 | ნანახია 1193 - ჯერ

ტიმ დანკანის 30 ქულა და "სან ანტონიოს" მორიგი ბენეფისი

გრეგ პოპოვიჩი და მისი "სან ანტონიო" სამ კვირაზე მეტია რაც ტონი პარკერის გარეშე გადის ფონს. გუნდს უჭირს რიგ შემთხვევებში როგორც დაცვაში, ასვევ შეტევაში, თუმცა გრძელი სათადარიგო სკამისა და შემადგენლობაში არსებული უნივერსალი მოთამაშეების ფონზე შედეგი მაინც დადებითია. "სპურსმა" დღეს გამთენიისას საკუთარ AT&T CENTER-ში კაირი ირვინგის გარეშე დარჩენილ "კლივლენდს" უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში 119:113 იმარჯვა.

მაყურებელმა გახსნილი, ლაღი კალათბურთი იხილა ორივე გუნდის შესრულებით, "კავალიერზი" სრულ იგნორირებას უკეთებდა დაცვაში თამაშს, "სპურსი" ცდილობდა თავი ასე თუ ისე დაეცვა, მაგრამ უბრალოდ არაფერი გამოსდიოდა. "Aლლ შტარ"-ის კვირეულის დროს ამომავალ ვარსკვლავთა მატჩში "კლივლენდს" 4 მოთამაშე ყავდა მივლინებული, რაც იმიას ნიშნავს რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენეს სტუმრებმა და სწრაფი, რისკიანი კალათბურთით სცადეს გამოცდილი მეტოქის დამარცხება.  "სან ანტონიოც" პირველივე წუთებიდან აყვა ამ ტემპს და პირველ ტაიმში 127 ქულაც ჩავარდა 66:61 მასპინძელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში გრეგ პოპოვიჩის ნერვებმა ვეღარ გაუძლო თავისი გუნდის შესრულებით ასეთ უსუსური დაცვის დემონსტრირებას და ყვირილით შეიჭრა პარკეტზე, რისთვისაც ცხადია გასახდელში გაისტუმრეს ნაადრევად. მესამე მეოთხედის ბოლოს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს "მემფისიდან" გადმოყვანილმა მოთამაშეებმა მორის სპეიტსმა და ელინგტონმა "აიშვეს", მათ არაერთი ქულა ჩაუგდეს მასპინძლებს და უკანასკნელი თორმეტწუთეულის დაწყების წინ "კავალიერზის" ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულა გახლდათ.

ტეხასელები დროულად გამოფხიზლდნენ, არგენტინელმა ჯადოქარმა მანუ ჯინობილიმ საკუთარ თავზე აიღო გუნდის "დირიჟორობა", იგი ქულებსაც აგროვებდა და თანაგუნდელებსაც მშვენიერი პასებით ამარაგებდა. თავიმხრივ ტიმ დანკანმა დაიპყრო სამწამიანი ზონა, რომელმაც მორიგო ორმაგი დუბლი გაიფორმა. გადამწყვეტ მომენტში "კლივლენდის" ახალგაზრდა და გამოუცდელმა ხუთეულმა რამოდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა, საბოლოოდ 119:113 "სპურსის" 51-ე გამარჯვება მიმდინარე რეგულარულში.

შეხვედრის MVP  უბერებელი ტიმ დანკანი გახდა, რომლის ანგარიშზეც   30 ქულა, 12 მოხსნა, 5 დაფარება და 4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

"ფილადელფიამ" საკუთარ არენაზე "ინდიანას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულიანი სხვაობით დაამარცხა მეტოქე 98:91. ორივე გუნდი ძირითადად დაცვაზე გახლდათ ორიენტირებული, თუმცა რიგ ეპიზოდებში ინდივიდუალური ქმედებების ხარჯზე რამოდენიმე კალათბურთელმა სოლიდური სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენა.გამარჯვებულთა შორის გამოირჩა "სიქსერსის" ცენტრალური თავდამსხმელი სპენსერ ჰოუსი, რომელსაც კარიერის საუკეთესო მატჩი ქონდა 18 ქულა, 16 მოხსნა, 8 პასი და 7 დაფარება. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში ჯრუ ჰოლიდეიმაც, რომლის მონაგარი 27 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. სტუმართა რიგებში კი გამორჩეულები როი ჰიბერტი და პოლ ჯორჯი გახლდნენ, პირველმა მათგანმა 3 წამიანი ზონიდან ააოხრა მეტოქის კალათი (25ქულა+10მოხსნა), მეორე მათგანმა კი საკმაოდ სოლიდური ორმაგი დუბლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში (18ქულა+14 მოხსნა).

სან ანტონიო - კლივლენდი 119:113 (34:30, 32:31, 25:29, 28:23)

სან ანტონიო: ჯოზეფი (7), გრინი (8), ლეონარდი (24+13მ), სპლიტერი (10), დანკანი (30+12მ); ჯექსონი (5), დიაუ (8), ჯინობილი (14), ნილი, დე კოლო (11), ბლერი (2)

კლივლენდი: ლივინგსტონი (16), ვეიტერსი (15),ზელერი (6),  ტომფსონი (8), ჯი (15); მაილსი (8),ვოლტონი (3), სპეიტსი (19), ელინგტონი (21), კასპი, გიბსონი (2)

 

ფილადელფია - ინდიანა 98:91 (23:24, 25:25, 23:23, 27:19)

ფილადელფია: ჰოლიდეი (27+12პ), ვილკინსი (12) თ. იანგი (13), თერნერი (11), ჰოუსი (18+16მ+8პ+7დ); მოუტრი, რაიტი (13), ჯენკინსი, ალენი (4)

ინდიანა: ჰილი (13), სტივენსონი (2), ჰიბერტი (25+10მ), ვესტი (18), ჯორჯი (18+14მ); იანგი, ტ.ჰენსბრო (8), ჯონსონი (5), მაინმი (2), ოგუსტინი

 

ვაშინგტონი - ფინიქსი 127:105 (27:29, 39:30, 36:24, 25:22)

ვაშინგტონი: ვოლი (17+11პ), ოკაფორი (17+10მ), ნენე (14), ვებსტერი (34), ტემპლი (11); სერაფინი (8), ვესლი, ბუკერი (8), ბილი (13), მარტინი (5),

ფინიქსი: დრაგიჩი (12+11პ), ჯონსონი (8), ონილი (12), მარკიფ მორისი (13), მარკუს მორისი; დადლი (16), ტაკერი (11), მარშალი,  ჰადადი (2), გარეტი (3), ბისლი (21)

 

ბოსტონი - შარლოტი 105:88 (24:24, 26:19, 33:23, 22:22)

ბოსტონი: ლი (12), ბრედლი (13), გრინი (10), ბასი (10), პირსი (14); ვილკოქსი (6), ტერი (15), კროუფორდი (8), ვაითი (6), უილიამსი (5), რენდოლფი (6)

შარლოტი: ვოკერი (14), ჰენდერსონი (16),ბიიომბო (5), მაკრობერტსი (9), კიდ-გილკრისტი (6); გორდონი (8), პარგო (18), ადრიენი (1), მულენსი (8), ტეილორი (3)

 

იუტა - მემფისი 90:84 (22:21, 23:29, 24:9, 21:25)

იუტა: მო.უილიამსი (13), ფოი (5), ჯეფერსონი 14(), მილსაპი (13), ჰაივარდი (17); მა. უილიამსი (5), ვოტსონი (2), ფეივორსი (10), კანტერი (8), ბარქსი (3)

მემფისი: კონლი (13), ალენი (4), გასოლი (11), რენდოლფი (19), პრინსი (9); დაიე, კრის ჯონსონი, ბეილისი (24), დევისი (4), არტური

 

პორტლენდი - დეტროიტი 112:101 (24:30, 28:27, 25:18, 35:26)

პორტლენდი: ლილარდი (14), მეტიუსი (17), ჰიქსონი (18+15მ), ოლდრიჯი (31+12მ), ბატუმი (17); ლეონარდი (2), ფრილანდი (8), მეინორი (3), ბარტონი (2)

დეტროიტი: სტაკი (32), სინგლერი (4), მონრო (14), მაქსიელი (10), კალდერონი (13); ჯერებკო (4), ბაინამი (23), ვილიანუევა (1)

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო    67         51        3      3      16       6999:6463      0.761
2. ოკლაჰომა    66         49        4      1      17       7042:6412      0.742
3. კლიპერსი    66         45        0      1      21       6659:6230      0.682
4. მემფისი    65         44        3      1      21       6076:5812      0.677
5. დენვერი    67         45        3      1      22       7086:6757      0.672
6. გოლდენ სტეიტი    67         37        2      2      30       6737:6762      0.552
7. ჰიუსტონი    66         36        0      3      30       7055:6812      0.545
8. ლეიკერსი    67         35        2      0      32       6856:6772      0.522
9. იუტა    66         34        3      2      32       6473:6513      0.515
10. დალასი    65         31        1      8      34       6575:6623      0.477
11. პორტლენდი    65         31        5      1      34       6391:6479      0.477
12. მინესოტა    63         22        1      1      41       5962:6172      0.349
13. საკრამენტო    66         23        0      4      43       6560:6912      0.348
14. ნიუ ორლეანი    66         22        1      3      44       6227:6469      0.333
15. ფინიქსი    67         22       3      2     45       6336:6761      0.328










აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი     64      50      5      1      14      6615:6135      0.781
2. ინდიანა     66      40      2      3      26      6215:5940      0.606
3. ნიუ იორკი     63      38      0      1      25      6246:6063      0.603
4. ბრუკლინი     65      38      5      0      27      6191:6135      0.585
5. ჩიკაგო     65      36      3      1      29      6005:5970      0.554
6. ბოსტონი     65      36      7      4      29      6244:6215      0.554
7. ატლანტა     65      36      4      1      29      6322:6287      0.554
8. მილუოკი     64      32      3      2      32      6327:6406      0.500
9. ტორონტო     66      26      2      7      40      6440:6532      0.394
10. ფილადელფია     65      25      2      1      40      6013:6252      0.385
11. ვაშინგტონი     65      23      0      5      42      6015:6180      0.354
12. დეტროიტი     68      23      0      3      45      6424:6704      0.338
13. კლივლენდი     66      22      0      1      44      6443:6676      0.333
14. ორლანდო     66      18      0      3      48      6230:6650      0.273
15. შარლოტი     66      14      3      1      52      6120:6790      0.212


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:46 | 07.01.2014
shakooo7 (2507)

პალასიო-სუარესის დუეტი კარგი იქნებოდა ) ოცნებას კაცი არ მოუკლავს

13:44 | 07.01.2014
shakooo7 (2507)

ეჰ ვალტერ, ვალტერ! სანამ მაგ უაზრო 3-6-1 ს 3-5-2ით არ ჩაანაცვლებ არ გეშველება არაფერი. პალასიოს ჭირდება მეწყვილე თავდასხმაში აშკარად.

11:22 | 07.01.2014
laciosErtguli (3640)

ესეც მაცარი და მისი ინტერი!

10:52 | 07.01.2014
levichcr7 (264)

ნახეთ კაკაზე ლამაზი ვიდეოა -stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg')>0?' http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg':' http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg'))

04:43 | 07.01.2014
mushni (93569)

გ+მიროსლავ კლოზეეეეეეეე

00:33 | 07.01.2014
arturi-baierni (24493)

კლოზემ რა მაგარი შეაგდოოოოოოოოოოოოო საგოოოლ მიროოოოოოოოოოოო

0.085296
1193